საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ერინ მაქიის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე ყველა ძირითად სფეროში. ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნება და გასული 30 წლის განმავლობაში აშშ-მა, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის და დარჩება რეგიონში აშშ-ის უახლოეს და საიმედო პარტნიორად და საქართველო მზად არის ეს მტკიცე პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექს სოკოლოვსკი, ადმინისტრატორის მოადგილის სპეციალური თანაშემწე ფილიპ ჯოტევსკი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე აარონ რუპერტი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა