საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის და კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასურველია მომავალში დაიგეგმოს შეხვედრები ლატვიის სეიმის თემატური კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის რიგი საკითხების თაობაზე იმსჯელებენ.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და მზადყოფნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"