აშშ-ის თავდაცვის მდივანი - მჯერა, რომ უკრაინელები შეძლებენ ხერსონის დეოკუპაციას, რაც ყველაზე მთავარია თავად უკრაინელებს სჯერათ

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, მას სჯერა, რომ უკრაინა შეძლებს ხერსონის დეოკუპაციას.

როგორც ოსტინმა ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინელები ამ დრომდე „მეთოდურ და ეფექტურ ძალისხმევას“ მიმართავდნენ ტერიტორიების დასაბრუნებლად.

“იმ კითხვასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ არა უკრაინელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქის დანარჩენი ტერიტორიის დეოკუპაციას. მე, რა თქმა უნდა, მჯერა იმის, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. რაც ყველაზე მთავარია, თავად უკრაინელებს სჯერათ, რომ ამას შეძლებენ… ჩვენ ვიცით, რომ აქამდე ისინი მეთოდურ და ძალიან ეფექტიან ძალისხმევებს მიმართავდნენ მათი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, ვიდრე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებენ”, - აღნიშნა ოსტინმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო