Reuters - “დიდი შვიდეული“ და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

“დიდი შვიდეულის“ ქვეყნები და ავსტრალია შეთანხმდნენ, რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასი დააწესონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ოფიციალური პირები და “დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ბოლო კვირებში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ნავთობის საზღვაო გადაზიდვის ფასის შეზღუდვის უპრეცედენტო გეგმის შესახებ, რომელიც 5 დეკემბერს უნდა ამოქმედდეს, რათა მოხდეს ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების დაცვა, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდოს მოსკოვის უნარი დააფინანსოს მისი უკრაინაში შეჭრა და ხელი შეუშალოს მას ნავთობის გლობალური ბაზრის შეფერხებაში.
„კოალიცია შეთანხმდა, რომ ფასის ლიმიტი იქნება ფიქსირებული ფასი, რომელიც რეგულარულად განიხილება და არა ინდექსზე ფასდაკლება, ეს გაზრდის ბაზრის სტაბილურობას და გაამარტივებს შესაბამისობას ბაზრის მონაწილეებზე ტვირთის შესამცირებლად“, - განუცხადა წყარომ Reuters-ს.
Reuters-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ თავდაპირველი ფასი ჯეჯრჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ უახლოეს კვირებში დადგინდება.

























