თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - აშშ-მა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვა, შესაძლოა, ორ თვეში დაამტკიცოს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის დამტკიცების პროცესი კარგად მიმდინარეობს და შეიძლება ორ თვეში დასრულდეს.

მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გულწრფელ ძალისხმევას ახორციელებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მკაფიო პროგნოზის გაკეთება არც ისე ადვილია, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდია ალბათობა, რომ პროცესი დასრულდეს მომდევნო ან ორ თვეში“, - უპასუხა კალინმა შეკითხვას, მიყიდის თუ არა შეერთებული შტატები თურქეთს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს.

თურქეთმა შეერთებულ შტატებს 2021 წლის ოქტომბერში თხოვნით მიმართა, შეეძინა 40 ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებელი და თითქმის 80 მოდერნიზაციის ნაკრები საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, რაც მას F-35-ების შესყიდვის ჩაშლის შემდეგ საჰაერო ძალების ფლოტის განახლებისთვის სჭირდება. აშშ-ის კონგრესში თურქეთის მიმართ განწყობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მას შემდეგ გაუარესდა, რაც ანკარამ რუსული წარმოების სარაკეტო სისტემები შეიძინა, რასაც აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება და თურქეთის F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამიდან გაძევება მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო