სი ძინპინი ოლაფ შოლცს - ჩინეთმა და გერმანიამ, როგორც გავლენიანმა ქვეყნებმა, უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად, რათა დიდი წვლილი შეიტანონ მსოფლიო განვითარებაში

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ცვლილებისა და არეულობის დროს" ჩინეთსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი და გერმანია, როგორც დიდი გავლენის მქონე ქვეყნები, უფრო მეტად უნდა მუშაობდნენ ერთად.

„ამჟამად საერთაშორისო ვითარება რთული და არასტაბილურია. როგორც დიდმა და გავლენიანმა ქვეყნებმა, ცვლილებებისა და არეულობის დროს ჩინეთმა და გერმანიამ უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად, რათა მეტი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაში“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ცნობისათვის, ოლაფ შოლცი ერთდღიანი ვიზიტით ჩინეთს სტუმრობს. ეს მასსა და სი ძინპინს შორის გამართული პირველი პირისპირ შეხვედრაა მას შემდეგ, რაც შოლცმა გერმანიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს