გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი არა, ოლიგარქის ერთი რიგითი ხელის ბიჭია

ირაკლი კობახიძე დააკვირდეს საკუთარ თავს, არ არსებობს მისი არც ერთი განცხადება მანტრა და სადიდებელი არ შეასრულოს ივანიშვილის წინაშე, ეს მიუთითებს მის პატარა კაცობაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავს ესხმის პარტიების ერთიანობას.

“გუშინ, ირაკლი კობახიძე თავს დაესხა პარტიების ერთიანობის იდეას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი არჩევანის სისწორეს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი საერთო ოპოზიციური ფრონტით წინააღმდეგობის მოძრაობაშია.

რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს ვერ ავყვებით უღირსობაში, ჩვენ გვახსოვს მისი თავდასხმები დასავლელ პარტნიორებზე და ევროპარლამენტარებზე, რაც პირველ რიგში საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, სწორედ ის იყო და არის ერთ-ერთი მთავრი საფრთხის შემცველი ფიგურა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებს და მომავალს. დააკვირდეს საკუთარ თავს, არ არსებობს მისი არცერთი განცხადება მანტრა და სადიდებელი არ შეასრულოს ივანიშვილის წინაშე, ეს მიუთითებს მის პატარა კაცობაზე.

სინამდვილეში მასზე კარგად არავინ იცის, რომ რეალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი არა, ოლიგარქის ერთი რიგითი ხელის ბიჭია.

შესაბამისად, თუ გვინდა თავი დავაღწიოთ პრორუსი მარიონეტების მმართველობას, ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, იყოს უსაფრთხო და მოქალაქეებმა იცხოვრონ ევროპული, ღირსეული ცხოვრების პირობებით, აუცილებელია ერთიანობა და ოპოზიციური საერთო ფრონტი.

ყველა, ვინც ამ საერთო ბრძოლის იდეას ეწინააღმდეგება, ნებსით თუ უნებლიედ, ახანგრძლივებს ოლიგარქიულ მმართველობას.

საქართველოსა და ივანიშვილს შორის, ევროპასა და რუსეთს შორის ხელისუფლებამ არჩევანი უკვე გააკეთა ივანიშვილისა და რუსეთის სასარგებლოდ.

ახლა ჯერი პროქართულ, პროევროპელ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაზეა. ერთად დავიბრუნოთ საქართველო!

ერთიანობით გავიმარჯვებთ!” -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა