ალუდა ღუდუშაური - საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი არაკომპეტენტურია, მას შეეშინდა და ამიტომ გადადგა ეს სამარცხვინო ნაბიჯი

საზოგადოების ყველა წევრმა, ვისაც ინფორმაცია არ ჰქონდა, ნათლად დაინახა, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი არაკომპეტენტურია, მას საკუთარი არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით შეეშინდა კომიტეტის წინაშე წარმდგარიყო, მოესმინა კითხვები და გაეცა პასუხები - სწორედ ამიტომ გადადგა ეს სამარცხვინო ნაბიჯი, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

ღუდუშაური იმასაც ამბობს, რომ ამის შემდეგ ჯანეზაშვილს მორალური უფლება არა აქვს ვინმე შეაფასოს და მით უფრო მართლმსაჯულების სისტემის მონიტორინგზე ჰქონდეს პრეტენზია.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ეს ადამიანი ყველაზე მაღალი - 10 ქულით არის შეფასებული, თუმცა მოსაზრებები მის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით საპნის ბუშტივით გასკდა. კომიტეტის სხდომაზე მოსვლის შემთხვევაში, სრულიად საქართველო დაინახავდა, თუ როგორი არაკომპეტენტურია ის. ბუნებრივია, რომ მან ასეთი წარმოუდგენელი გზა აირჩია.

ორი კვირაა პროცესს თვალს ადევნებს და თუ რაიმე კითხვა ჰქონდა, რაც არც ერთ სხვა კანდიდატს არ გასჩენია, შეეძლო ეს მანამდე ან სხვა ფორმით გაეკეთებინა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა კანდიდატების შესარჩევ საკომიტეტო გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა მას საკუთარი კანდიდატურა არ მოუხსნია.

როგორც ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, გასაუბრების პროცესი არის შოუ, რადგან აშკარაა, რომ ხელისუფლება მისდამი ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს ეძებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში