თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია აცხადებს, რომ როდესაც ოპოზიციას ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ, მათ ეს სწყინთ.
ოთარ გრიგოლიას განცხადებით, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ტრაგედიის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა, რაც ყველანაირად ამორალურია.
„როცა მორალზე ლაპარაკობ, ამორალური არ უნდა იყო. თქვენი საქციელი კი ყველანაირ მორალს მოკლებულია. თქვენ ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში, ბრიფინგები გამართეთ და კახა კალაძის გადადგომა მოითხოვეთ. ამიტომ, ნუღარ გწყინთ, როდესაც ტრაგედიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში გადანაშაულებთ. თქვენ გინდათ, კახა კალაძე დააზიანოთ, რათა არჩევნებში მეტი ხმა მიიღოთ. ეს სრულიად ამორალურია და ამის მერე, საერთოდ რამეზე როგორ ლაპარაკობთ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.