არმაზ ახვლედიანი - „ქართული ოცნება“ პარტნიორებთან ძალიან აქტიური ტემპით აშენებს კედელს, რომელიც საქართველოს დასავლური სამყაროსგან გაყოფს

საქმე გვაქვს წარმოუდგენელ უპასუხისმგებლობასთან, გულგრილობასთან და სახელმწიფოს უმთავრესი სტრატეგიული ამოცანების იგნორირებასთან, რასაც ახლა საშინაო დავალების მოჩვენებითი, ვითომ შესრულებით „ქართული ოცნება“ აკეთებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ ევროკომისიის 12 - პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შეფასებისას განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, სამწუხაროდ, ქვეყანა რეკომენდაციებს „უხარისხოდ“ და „სამარცხვინოდ“ ასრულებს.

მან მაგალითად დაასახელა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, რაც ახვლედიანის შეფასებით, მომავალში პოლიტიკური რეპრესიის ფანტასტიკური მექანიზმია.

„პირდაპირ ვიტყვი: ის კი არა, გადაწყვეტილების მიმღებნი ბრიუსელსა და სტრასბურგში რომ იტყვიან: „აქ ყველაფერია გარდა იმისა, რასაც ჩვენ ველოდითო“, ნებისმიერი ადამიანი - პოლიტიკაშიც რომ არ არის ჩახედული, ჩვენი თანამოქალაქე, ნათლად ხედავს, რომ საქმე აქვს წარმოუდგენელ უპასუხისმგებლობასთან, გულგრილობასთან და სახელმწიფოს უმთავრესი სტრატეგიული ამოცანების იგნორირებასთან, რასაც ახლა აკეთებს „ქართული ოცნება“ საშინაო დავალების მოჩვენებითი, ვითომ შესრულებით.

თუნდაც დეოლიგარქიზაციის კანონი, იმ მიზნით კი არ კეთდება, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი და დასავლელი პარტნიორები ელოდებიან, იმ მიზნით კეთდება, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, თუკი გაუვათ ეს სცენარი, ნებისმიერი მცირე მასშტაბის ბიზნესმენიც კი, ვინც შეიძლება რომელიღაც X ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი აღმოჩნდეს, ჩაითვალოს ოლიგარქად და გაამწესონ სადაც საჭიროა. ეს არის მომავალში პოლიტიკური რეპრესიის ფანტასტიკური მექანიზმი“,- განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ ასეთ დროს ოპოზიციამ უნდა „წინააღმდეგობა გაუწიოს“.

„ამ დროს ოპოზიცია უნდა იჯდეს დარბაზში. შეიძლება ოპოზიციის ხმები აღარ იყოს საკმარისი, მაგრამ ან გადით პარლამენტიდან და თუ პარლამენტში ხართ, იმუშავეთ, მუშაობაში იგულისხმება, გასწიეთ წინააღმდეგობა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში აშშ-ის საელჩოს მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა. კერძოდ, ახვლედიანმა შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახი კახიშვილის გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში ნაშენები საქართველო - დასავლეთის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ბევრი, განსაკუთრებით ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში სწრაფვა ევროპისკენ, დასავლეთისკენ, ამ ურთიერთობების ნაბიჯ-ნაბიჯ შენება, დღეს არის წარმოუდგენელი კითხვის ნიშნის ქვეშ, კითხვის ნიშანიც აღარ არის, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ბატონ კახიშვილს ჩემი პატივისცემა, მაგრამ უმრავლესობას არ წარმოადგენს? ე.ი. უმრავლესობის ხელმძღვანელები ღიად, აშკარად, არა თუ აკრიტიკებენ, არამედ თავს ესხმიან ჩვენს უმთავრეს პარტნიორს იმ მიზნით, რომ როგორმე, ერთი მხრივ, დაზიანდეს ჩვენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და რაც მთავარია, პრაქტიკულად კედელი შეიქმნას და კედელი იქმნება „ოცნების“ მიერ ძალიან აქტიური ტემპით, ინტენსიურად - კედელი, რომელიც გაყოფს საქართველოს დასავლური სამყაროსგან. ერთადერთია მიზანია, რომ შენარჩუნდეს ძალაუფლება ნებისმიერი გზით, თუნდაც ამას გადაჰყვეს სახელმწიფო ინტერესი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით