„დიდი შვიდეული“ მოუწოდებს ალექსანდრე ლუკაშენკოს, ბელარუსი ომში არ ჩაერთოს

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები მოუწოდებენ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ბელარუსი ომში არ ჩაითრიოს და შედეგებით ემუქრებიან.

ამის შესახებ G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომისთვის ხელის შეწყობა, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებით, რომლიდანაც უკრაინისკენ დამიზნებული რაკეტების გაშვება ხდება. თუ ბელარუსის ხელისუფლება უფრო უშუალოდ ჩართავს ბელარუსს რუსეთის ომში, G7 [ბელარუსის] რეჟიმს დამატებით საფასურს დაუწესებს”, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ G7-ის ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას, რომლებიც მოსკოვის აგრესიულ ომს სამხედრო დახმარებას უწევენ, როგორც ზოგიერთმა მათგანმა უკვე გააკეთა ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია