„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები - რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია - უარვყოფთ ცრუ განცხადებებს, რომ უკრაინა „ბინძურ ბომბს“ ამზადებს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარყვეს რუსეთის ბრალდებები, თითქოს უკრაინა ე.წ „ბინძურ ბომბს“ ამზადებდა და რუსეთს ბირთვული რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ გერმანიის ქალაქ მუნსტერში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის ცრუ განცხადებებს, რომ უკრაინა ამზადებს რადიოლოგიურ ბინძურ ბომბს", - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე მითითებულია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შემოწმებებმა დაადასტურა, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.

„ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუდმივ მილიტარიზაციას, უკრაინელი პერსონალის გატაცებას და არასათანადო მოპყრობას. ასევე, სადგურის მუშაობის მიზანმიმართულ დესტაბილიზაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევას უსაფრთხოებისა და დაცვის ზონის შესაქმნელად“, - განაცხადეს მინისტრებმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო