ილონ მასკის განცხადებით, იძულებული გახდა „ტვიტერში“ დასაქმებული ადამიანების თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაეშვა

„ტვიტერის“ ახალი მფლობელი ილონ მასკი აცხადებს, რომ ის იძულებული გახდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაეშვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაზრდილი ხარჯები გახდა, რადგან კომპანია ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს.
მასკის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, კომპენსაციის სახით მომდევნო 3 თვის განმავლობაში ანაზღაურებას ისევ მიიღებენ.
გასულ კვირას ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიაზე კონტროლის დაწესების შემდეგ რამდენიმე ხელმძღვანელი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსური ხელმძღვანელი გაათავისუფლა.
მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.

























