მალგოჟატა გოშევსკა - პოლონეთის საელჩოსთან  გაუთავებელი რიგებია, საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში არა იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა უყვართ, არამედ სოციალური გაჭირვების გამო

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილის მალგოჟატა გოშევსკას განცხადებით, ის ვერ ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სოციალური პრობლემების გადაჭრით არის დაკავებული და ამას ისიც მოწმობს, რომ პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან გაუთავებელი რიგებია. ამის შესახებ მალგოჟატა გოშევსკამ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მედიასთან ისაუბრა სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე და ასევე სოციალურ პრობლემებზე.

„ზოგადად მე ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევ ჩვეულებრივ, საშუალო დონის ადამიანის ცხოვრებას და მდგომარეობას საქართველოში, როგორ გამოიყურება მისი ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საუკეთესო მდგომარეობა. პოლონეთში ჩემი პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, თავდაპირველად ორიენტირებული იყო ზუსტად იმაზე, რომ გადაეჭრა სოციალური პრობლემები, გაეტარებინა კონკრეტული სოციალური პროგრამები და ამას საქართველოს ხელისუფლების მაგალითზე, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, ეს აქ არ ჩანს და ამაზე თუნდაც ისიც მოწმობს, რომ პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან გაუთავებელი რიგებია. ადამიანები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში და ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ვთქვათ, პოლონეთი უყვართ და იქ უნდათ ყოფნა, არამედ სოციალური გაჭირვების გამო. რიგებია, რასაც ვაკვირდებით“, - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო