გიული ალასანია - იმედი მაქვს, რომ რაღაც საშუალებას მისცემენ ჩემს შვილს, რომ ბოლოს და ბოლოს თავის ჯანმრთელობას მიხედოს და გადარჩეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ფინიშის ხაზს მიუახლოვდნენ და ბოლოს და ბოლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა დაიდება.

„ბოლოს და ბოლოს ამ ფინიშის ხაზს მივუახლოვდით და იმედია, ეს დასკვნა დაიდება, კარგი არაფერია ამ დიაგნოზებში, მაგრამ რაღაც გზას დავადგებით ბოლოს და ბოლოს. იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებს ის ხალხი, ვისაც ეკუთვნის, რომ ეს გაითვალისწინოს და რაღაც საშუალებას მისცემენ ჩემ შვილს, რომ ბოლოს და ბოლოს თავის ჯანმრთელობას მიხედოს და გადარჩეს...

იმედი მაქვს, რომ ჩატარდება ის პროცესი, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით და ალბათ, მიშას შესახებ ლოგიკურ დასკვნას მიიღებენ“, - განაცხადა ალასანიამ.

ის ასევე გამოეხმაურა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილის, მალგოჟატა გოშევსკას კლინიკა „ვივამედში“ მისვლას.

„ძალიან კარგია, რომ მალგოჟატამ გაგვახსენა მისი დამსახურება საქართველოს წინაშე და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა, ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის იმ რთულ წლებში გააკეთა. პოლონეთს და საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, ეს ძალიან ძველი ამბავია“, - განაცხადა ალასანიამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი