მალგოჟატა გოშევსკა -  იმ ბარბაროსობის ფონზე, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, ძალიან სავალალოა თუ როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება

იმ ბარბაროსობის, იმ საშინელების ფონზე, რასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სჩადის, ძალიან სავალალოა, თუ როგორ იქცევიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები,- ამის შესახებ პლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟატა გოშევსკამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფაქტის მიუხედავად ის სიამაყით ადევნებს თვალს ქართველი ხალხის სოლიდარობას უკრაინის მიმართ, რომელიც მორიგ ჯერზე ამტკიცებს, რომ დასავლური საზოგადოების ნაწილია.

„მე ძალიან დიდი სევდით ვადევნებ თვალყურს იმას თუ რა ხდება ახლა საქართველოში, როგორ პირობებში უწევთ ქართველებს ყოფნა და რა მდგომარეობაშია დემოკრატია ამჟამად ქვეყანაში. განსაკუთრებით ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, როცა გრძელდება საშინელი ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო და იმ ბარბაროსობის, იმ საშინელების ფონზე, რასაც სჩადის რუსეთის ფედერაცია უკრაინაში, ძალიან სავალალოა თუ როგორ იქცევიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. მაგრამ დიდი სიამაყით ვადევნებ თვალყურს იმას თუ როგორ იქცევა ქართული საზოგადოება, როგორ იქცევიან ქართველები, როგორ ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა ფორმით და მათ შორის, უშუალოდ როგორ იბრძვიან ქართველები უკრაინაში. ქართული საზოგადოება მორიგ ჯერზე ამტკიცებს, რომ ის ყოველთვის დასავლური საზოგადოების ნაწილია და იქნება ამ საზოგადოების ნაწილი ყოველთვის. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამაც გაითავისოს ეს. მოუსმინოს თავის საზოგადოებას და მოუსმინოს იმ ხალხს, რომელსაც მართავს“,- განაცხადა გოშევსკამ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა