“არა ომს” ლოზუნგით რომში მსვლელობა გაიმართა

"არა ომს. არა იარაღის გაგზავნას", - ამ ლოზუნგებით ათიათასობით იტალიელმა რომში მსვლელობა გამართა.

საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, აქციის მონაწილეები უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოვიდნენ. ამასთან, მათ იტალიის მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტონ უკრაინისთვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღის გაგზავნა.

როგორც მედიასაშუალბა წერს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მიეცით მშვიდობას შანსი“.

რომის პოლიციამ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ სამშვიდობო აქციას დაახლოებით 30 000 ადამიანი ესწრებოდა.

„შეხედეთ ფაქტებს: იარაღის გაგზავნა არ უწყობს ხელს ომის შეჩერებას, იარაღი ხელს უწყობს ომის გამწვავებას“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, იტალია უკრაინას ომის დაწყებიდანვე უჭერს მხარს, მათ შორის იარაღის მიწოდების კუთხით. ახალმა ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა, რომ ეს არ შეიცვლება და მალე ოფიციალური რომი კიევს მეტი იარაღს გაუგზავნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა