მიხეილ სარჯველაძე - პროევროპულობაზე თავის დამდები პოლიტიკოსები უერთდებიან „დროას“, რომლის ლიდერსაც საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, რატომ და როგორ არის დაკავშირებული მისი ოჯახი რუსეთის ბიუჯეტთან

ბატონი ვაშაძე იმ გუნდთან ერთიანდება, რომლის მსოფლმხედველობა მდგომარეობს საბოტაჟში, საყოველთაო დაუმორჩილებლობაში და ანარქიის ქადაგებაში. პროევროპულობაზე თავის დამდები პოლიტიკოსები უერთდებიან მაგალითად „დროას“, რომლის ლიდერიც ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც საზოგადოებისთვის არაფერი ინფორმაცია არ მიუწოდებია, თუ რატომ და როგორ არის დაკავშირებული მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტთან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს ოპოზიციონერები საკუთარ თავზე დიდი შეხედულების არიან და თვლიან, რომ ტექტონიკური ძვრების მოხდენა შეუძლიათ, სინამდვილეში მათ ამის რესურსი და პოტენციალი უბრალოდ არ გააჩნიათ, ეს არის წმინდა მერკანტილური მოტივებით გაერთიანება და რაიმე მსოფლმხედველობრივი და იდეური ერთიანობა საფუძვლად არ შეიძლება ჰქონდეს.

„ბატონი ვაშაძე ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, თითქოსდა როგორი პროევროპული და კონსტრუქციულია და როგორ ცდილობს, ქვეყანას ხელი შეუწყოს 12 რეკომენდაციის შესრულებაში. ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც საუბრობენ ძალიან აქტიურად პოლარიზაციის გაღრმავებაზე და პროცესების რადიკალიზაციაზე, ეს რამდენად თავსებადია 12 პუნქტის შესრულებასთან, შეფასება თქვენთვის მომინდვია და მეორე - რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ბატონი ვაშაძე იმ გუნდთან ერთიანდება, რომელი გუნდის მსოფლმხედველობა მდგომარეობს საბოტაჟში, საყოველთაო დაუმორჩილებლობაში და ანარქიის ქადაგებაში. ამ ფონზეც გასაგებია, რომ ეს არის წმინდა მერკანტილური მოტივებით გაერთიანება და არამც და არამც ამას რაიმე მსოფლმხედველობრივი და იდეური ერთიანობა საფუძვლად არ შეიძლება ჰქონდეს. არანაკლებად საყურადღებოა, რომ პროევროპულობაზე თავის დამდები პოლიტიკოსები უერთდებიან მაგალითად „დროას“, რომლის ლიდერიც ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც საზოგადოებისთვის არაფერი ინფორმაცია მიუწოდებია, თუ რატომ და როგორ არის დაკავშირებული მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტთან. ეს ყველაფერი არათუ კითხვებს ბადებს, არამედ განაპირობებს დიდ უკმაყოფილებას საზოგადოების მხრიდან, უნდობლობას ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ოპოზიციურ პოტენციალზე არჩევნებისთვის, შემდეგ წააგებენ არჩევნებს, უკვირთ და ამას სხვას აბრალებენ. სინამდვილეში წაგების მიზეზი სწორედ ასეთი გაუთვლელი და უსწორო, ალოგიკური გადაწყვეტილებებია, რომლისადმი სანდოობაც მოსახლეობაში პრაქტიკულად ნულოვანია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა