ეგვიპტეში გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტი გაიხსნა

ეგვიპტეში გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტი გაიხსნა. წლევანდელი კონფერენციის მესიჯია, რომ ჩვენი პლანეტა „უბედურების სიგნალს აგზავნის“.

კურორტ შარმ ელ-შეიხში მიმდინარე სამიტში, რომელიც ცნობილია, როგორც COP27 მონაწილეობას მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერი იღებს.

COP27-ის პრეზიდენტმა, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ლიდერებს, სასურსათო და ენერგეტიკულმა კრიზისებმა, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედების შეფერხება, არ დაუშვან.

7 ნოემბერს COP27 მსოფლიო ლიდერების სამიტით დაიწყება, როდესაც სახელმწიფოთა და მთავრობის ლიდერები ხუთწუთიან მიმართვას გააკეთებენ.

შარშან გლაზგოში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ რამდენიმე პირობაზე მოხდა შეთანხმეა, მათ შორის არის ნახშირის - ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის მოხმარების „შემცირება“, 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერება; 2030 წლისთვის მეთანის ემისიების 30%-ით შემცირება; გაეროს ახალი კლიმატის სამოქმედო გეგმების წარდგენა და ა.შ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო