რომის პაპი - სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები

სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი - 1939-1945 და ეს ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ - და ასევე გაყიდონ იარაღი! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უბედურება იარაღის ინდუსტრიაა.

რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ.

„დიდი სიყვარული მაქვს რუსი ხალხის მიმართ და ასევე დიდი სიყვარული მაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს უკრაინული ლიტურგიის მიმართ. ორ ხალხს შორის ვარ, რომელიც მიყვარს. წმინდა საყდარს ჰქონდა ბევრი კონფიდენციალური შეხვედრა, ბევრი კარგი შედეგი. არ შეიძლება უარვყოთ, რომ ომი, თავიდანვე, შესაძლოა, გვამამაცებს, მაგრამ შემდეგ ის გვღლის და ტკივილს გვაყენებს. ჩვენ ვხედავთ ბოროტებას, რასაც ომი აკეთებს”, - აღნიშნა რომის პაპმა.

კითხვაზე, უსაუბრია თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო დროს, ან აპირებდა თუ არა მასთან საუბარს, რომის პაპმა უპასუხა, რომ ომის დაწყების მეორე დღეს მან სცადა პუტინთან კომუნიკაცია.

„ომის დაწყებიდან მეორე დღეს მივედი რუსეთის საელჩოში, ელჩთან სასაუბროდ. მე მას ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან სასაუბროდ, თუ საჭირო გახდებოდა. ლავროვმა მიპასუხა ძალიან თავაზიანად - "გმადლობთ" და რომ ეს არ იყო საჭირო იმ მომენტისთვის“,- განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, წმინდა საყდარი მხარეებთან მუშაობს პატიმრების საკითხზე და ეს არის ის, რასაც ყოველთვის აკეთებს. ამასთან, პაპმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ომების წინააღმდეგ იბრძოლონ.

„თქვენ, ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები, ისაუბრეთ ომების წინააღმდეგ, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ. როგორც ძმა, ისე გთხოვთ ამას“, - აღნიშნა პაპმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს