პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროპაში ინტეგრაცია, უფრო მეტიც, ეს აკრძალული აქვს, ისევე როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს, რომელიც ვითომ ხელს აწერდა ასოცირების ხელშეკრულებას

„ქართულ ოცნებას“ არ უნდა და არ ცდილობს ევროპაში ინტეგრაციას, უფრო მეტიც, აკრძალული აქვს ევროპაში ინტეგრაცია, ისევე როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს, რომელიც ვითომ ხელს აწერდა ასოცირების ხელშეკრულებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ „პროდასავლურობას თამაშობს“, რადგან მოსახლეობის 85%-ის ევროკავშირში ინტეგრაციის ნებას ვერ უპირისპირდება.

„ჩვენ დავინახეთ რეალური საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა და არ ცდილობს ევროპაში ინტეგრაციას, უფრო მეტიც, პარტიას აკრძალული აქვს ევროპაში ინტეგრაცია. ისევე როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს, რომელიც ვითომ ხელს აწერდა ასოცირების ხელშეკრულებას. სომხეთიც იყო ასოცირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, მაგრამ რუსეთმა აუკრძალა. ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალდებულებები რუსეთთან და პუტინთან. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ გამოჩნდეს. ბოლო კვლევებით, 85% არის ევროპაში ინტეგრაციის მომხრე. „ქართული ოცნება“ აპირებს ისე განახორციელოს შეთქმულება და ღალატი სამშობლოს წინააღმდეგ, რომ ამ 85%-მა ვერ გაიგოს ვერაფერი.

დღეს ყველა ექსპერტი ცდება, ვინც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ იმიტომ არ ასრულებს რეკომენდაციებს, რომ დაკარგავს ხელისუფლებას. არცერთი პუნქტი არ არის ისეთი, რომ ხელისუფლება დაკარგოს. მათ უბრალოდ აკრძალული აქვთ ეს ყველაფერი რუსეთთან გარიგების გამო. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ გადაუარონ მედიას, გადაუკეტონ საარსებო წყარო, ჩააბნელონ, როგორც რუსეთში იყო და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციონერ ლიდერებს. „ეფესბეს“ დაწერა მაისურზე კი არ არის რუსობა, რუსობაა იმის კეთება, რასაც აკეთებს პუტინი - ისიც ებრძოდა მედიას, თავისუფალ აზრს, გამორჩეულ ადამიანებს აკავებდა“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს მმართველმა პარტიამ „განტევების ორი ვაცი“ იპოვა - ესაა კოლექტიური დასავლეთი და ქართული ოპოზიცია.

„ქართულმა ოცნებამ“ „განტევების ორი ვაცი“ იპოვა - ერთი არის დასავლეთი და მეორე არის ოპოზიცია. კვირაში ორჯერ „ოცნებიდან“ ვითომ გამოყოფილი ჯგუფის მიერ მიზანმიმართულად ქვეყნდება ანტიქართული, რუსული, ანტიდასავლური განცხადებები, რაც არის „ქართული ოცნების“ მიერ რუსული ფრონტის ცოცხალი ძალის გაძლიერება არის. ეს არის „ქართული ოცნების“ ძირითადი ხაზი და ბიძინა ივანიშვილის გულწრფელი არჩევანი, მაგრამ ვითომ პროდასავლურობას რომ თამაშობენ, 85%-ის ნებას ვერ უპირისპირდებიან, რადგან ეშინიათ, რომ პასუხისმგებლობა არ დააკისროს ხალხმა. სწორედ ამიტომ „ოცნება“ ამას ამზადებს - „დასავლეთი და ოპოზიცია მტერია“, რაც არ გამოუვათ, რადგან დღეს რომ ქვეყანას არ აქვს კანდიდატის სტატუსი, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება და ხვალაც რომ არ მიიღოს, ესეც იქნება პირადად ივანიშვილის და „ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა