ალექსანდრ ვუჩიჩი - წინ რთული დრო გველის, გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ომში, ბრძოლა ხერსონისთვის

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ხერსონისთვის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება უკრაინის ომში.

„წინ რთული დრო გველის, მომავალი ზამთარი კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის ზამთარი, რადგან წინ გვაქვს სტალინგრადის ბრძოლა, გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ომში, ბრძოლა ხერსონისთვის, რომელშიც ორივე მხარე იყენებს ათასობით ტანკს, თვითმფრინავსა, არტილერიას“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დასავლეთი ფიქრობს, რომ ამ გზით ის რუსეთს გაანადგურებს, რუსეთი კი ფიქრობს, რომ დაიცვას ის, რაც ომის დასაწყისში დაიკავა.

„დასავლეთი ფიქრობს, რომ ამ გზით შეძლებს რუსეთის განადგურებას, რუსეთს კი სჯერა, რომ ამ გზით შეძლებს დაიცვას ის, რაც ომის დასაწყისში აიღო და ომი ბოლომდე მიიყვანოს. ეს დამატებით პრობლემებს შექმნის ყველგან“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო