ხათუნა სამნიძე - გადაწყვიტეს, ე.წ. განდეგილ დეპუტატებს ალაპარაკონ ანტიდასავლური, შავ-ბნელი აზრები - არ გამიკვირდება, მათი ინიციატივები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იყოს მიმართული

გადაწყვიტეს, მოძრაობა "ხალხის ძალას" წევრებს ალაპარაკონ ყველა ის ანტიდასავლური, საშინელი, შავ-ბნელი აზრები, რაც "ქართულ ოცნებაში" არსებობს, დღევანდელი განცხადება ამის დასტურია,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის" განცხადებას გამოეხმაურა.

სამნიძე არ გამორიცხავს, რომ ამ დეპუტატებმა დაანიცირონ საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

"ე.წ. განდეგილი დეპუტატები არიან "ქართული ოცნების" განუყოფელი ნაწილი, ეს დასტურდება იმით, რომ ისინი უმრავლესობის ნაწილი არიან და ავრცელებენ ზუსტად იმ გზავნილებს, რასაც "ქართული ოცნების" თითოეული წარმომადგებელი სიამოვნებით გააჟღერებდა. უბრალოდ მათ გადაწყვიტეს, რომ ე.წ.განდეგილებს ალაპარონ ყველა ის ანტიდასავლური, საშინელი, შავ-ბნელი აზრები, რაც "ქართულ ოცნებაში" არსებობს, დღევანდელი განცხადება ამის დასტურია. არ გამიკვირდება, რომ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ეს ძალა დააინიცირებს, პირდაპირ იქნება მიმართული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, შეკრების შესაზღუდად", - განაცხადა სამნიძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს. მათივე განცხადებით, "ამერიკის საელჩომ მისი ერთ-ერთი ფავორიტი "ენჯეოს" მეშვეობით არა მხოლოდ ხმის პარალელური დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო