ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-დან პოლიციელების მასობრივად გადინება ხდება, სპეკულაციაა

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-დან პოლიციელების მასობრივად გადინება ხდება, სპეკულაციაა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ მხრივ სტატისტიკური მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შეცვლილი არ არის.

"ეს არის სპეკულაცია. შსს- ში მუშაობს 40 ათასი ადამიანი და ნებისმიერ უწყებაში ხდება თანამშრომლების წასვლა და ახალი თანამშრონლებიც მიღება, თუმცა, რატომღაც გარკვეული ტელევიზიების და პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს იქნა სპეკულაციად გამოყენებული. არანაირი სტატისტიკური მაჩვენებელი გაზრდილი არ არის, რაც ყოველწლიურად ხდებოდა თანამშრომლების ცვალებადობა, იგივეა დღეს, უბრალოდ ამაზე სპეკულაცია ხდება სამწუხაროდ",- განაცხადა დარახველიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო