ლევან ბოძაშვილი - არსებობს გამოთქმა: "ნუ დაანგრევ სისტემას, თუ არ გაქვს ახალი რეცეპტი" და ახალი რეცეპტი ოპოზიციურ ველზე არ არსებობს - ხალხმა არარსებულზე რატომ გააკეთოს აქცენტი, როცა "შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ლხინს"

სულ რომ არაფერი გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, რამე შეცვალოს ქვეყანაში,- ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ლევან ბოძაშვილის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი არასდროს წავა მასიურად ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ არ იცის, რა ალტერნატივა აქვს.

„ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი ვერ გადაიქცა იმ დონის პოლიტიკურ ლიდერად, რომ გაერთიანება ან ერთი ძალის ჩამოყალიბება მოახერხოს. ყველაფერი არის დამოკიდებული ლიდერზე, მის ავტორიტეტზე, რომელიც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე უბრალოდ არ არსებობს. ამ პირობებში ამ ოპოზიციას არანაირი შანსი, რომ რაიმე შეცვალოს პოლიტიკურ ველზე, უბრალოდ არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ. ვთქვათ და მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს „ოცნება“, მაგრამ ის არასდროს წავა მასიურად ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ მან არ იცის, რა ალტერნატივა აქვს. ასეთი გამოთქმა არსებობს, ნუ დაანგრევ სისტემას, თუ არ გაქვს ახალი რეცეპტი, ეს ახალი რეცეპტი ოპოზიციურ ველზე არ არსებობს. ხალხმა არ არსებულზე რატომ გააკეთოს აქცენტი, როცა შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ლხინს.

მე როდესაც ოპოზიციონერი და ლიდერი ვარ, სხვა თუნდაც მმართველი პარტია, ჩემს დღის წესრიგს არ უნდა განსაზღვრავდეს, ესე იგი მე ძალიან სუსტი ვარ. ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ რომ არაფერი არ ქნას, ოპოზიცია მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ ის არის ხარაკირის რეჟიმში. დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, მიშელის გეგმიდან, ოპოზიცია იყო ხარაკირის რეჟიმში, ეს ხარაკირის რეჟიმი გრძელდება, სულ რომ არაფერი გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, ამ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, რომ რამე შეცვალოს ქვეყანაში, რაც არ უნდა ქნან, უბრუნდებათ უკან“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ლევან ბოძაშვილმა გადაცემაში მოძრაობა „ხალხი ძალის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ტაქტიკის ნაწილია 2024 წლის არჩევნების მოსაგებად.

„რა თქმა უნდა, მათი განცხადებები ჩემთვის არის არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ გადაჭარბებული, ზედმეტი და არასახელმწიფოებრივი... რეალურად ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ახდენს პოლიტიკურ ველზე 2024 წლის არჩევნებისთვის ორივე პოლიტიკური ნიშის დაკავების უზრუნველყოფას, ერთი გახლავთ პროდასავლური ნიშა, მეორე გახლავთ პრორუსული ნიშა. მე ვფიქრობ, რომ ამ ნიშის დაკავება ხდება ახლა და რეალური საფუძველი ანტიამერიკული პროპაგანდისა არ არსებობს, ეს არის ტაქტიკური ამოცანა, რომელსაც „ოცნება“ ახორციელებს ამ ეტაპზე 2024 წლის არჩევნებისთვის“,- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა