ვლადიმერ პუტინი - მობილიზებული 80 000 ადამიანიდან 50 000 საომარ მოქმედებებში მონაწილეობს

დაახლოებით, 80 000 მობილიზებული მოქალაქე იმყოფება ე.წ. სპეცოპერაციის ზონაში, საიდანაც 50 000 ადამიანი მონაწილეობს საომარ მოქმედებებში.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტვერის რეგიონის გუბერნატორ იგორ რუდენიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ახლა ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 50 000 საბრძოლო ნაწილებში. დანარჩენები ჯერ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მაგრამ 80 000-მდეა {სპეცოპერაციის} ზონაში. დანარჩენი ყველა საწვრთნელ პოლიგონზეა", - განაცხადა კრემლის ლიდერმა.
ამავდროულად, პუტინმა მოუწოდა ხელისუფლებას ყველა დონეზე, გამოიჩინონ ყურადღება ყველა მობილიზებული ადამიანისადმი, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - საწვრთნელ მოედნებზე, თუ საბრძოლო ზონაში.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს დასრულებული ნაწილობრივი მობილიზაციის ღონისძიებების ფარგლებში, სამხედრო სამსახურში 300 000 ადამიანი გამოიძახეს.

























