მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ არ ვართ აგრესიულები, ვაგრძელებთ მხილებას და გვინდა, როგორც პარტნიორულ ურთიერთობას შეესაბამება და შეეფერება, სწორედ იმ კალაპოტში არსებობდეს საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა

ჩვენ არ ვართ აგრესიულები, ჩვენ ვაგრძელებთ მხილებას და გვინდა, რომ როგორც პარტნიორულ ურთიერთობას შეესაბამება და შეეფერება, სწორედ იმ კალაპოტში არსებობდეს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა , - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მათ მიერ გავრცელებული წერილების პათოსი ფაქტებზე დაყრდნობილი კითხვებია, რომლებზეც პასუხების ნაცვლად აგრესიას იღებენ.

„საელჩო ხომ თავისი ქვეყნის ინტერესის გამტარებელი უნდა იყოს და როგორ შეიძლება ამერიკის მიერ დაფინანსებული NGO სექტორი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდეს, გამოდიოდეს და ქვეყნის ხელისუფლების გადატრიალებაზე და სახლში გაშვებაზე მელაპარაკებოდეს. ინტერესი არის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას მისთვის არ არის ხელსაყრელი ხელისუფლება, ასე გამოდის, ოღონდ პირდაპირ კი ვერ აღიარებს ამას, სწორედ ასეთი მეთოდებით: აკერმანის საშუალებით, ომზე ზეწოლის საშუალებით, ომის თემატიკასთან დაკავშირებით და რამდენი მაგალითი მოვიყვანო. თქვენ გახსოვთ რომელიმეს მიმართ გამიჯნული ქალბატონი დეგნანი?! ომში (ჩართვისკენ) რომ მოგვიწოდებენ, რატომ არ გამოვიდა და გაემიჯნა ამ ყველაფერს?!.

მთელი ჩვენი წერილების პათოსი არის ფაქტებზე დაყრდნობილი კითხვები და ამ კითხვებზე პასუხს, რომ ვერ ვიღებთ, ვიღებთ პირიქით აგრესიას და ერთადერთი რამით ხდება ამ ყველაფრის ხაზგასმა, რომ ჩვენ ვართ რუსული ძალა, რადგან ამ კითხვებს ვსვამთ და ჩვენს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გაგვემიჯნონ, ეს არის სიმახინჯე. ნორმალურ საზოგადოებაში, ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი შეფასებები წარმოუდგენელია. ეს უნდა გაკვირვებდეთ, ამაზე უნდა იყოთ აღშფოთებული, რომ თქვენი ქვეყნის პარლამენტის წევრს, რომელიმე ქვეყნის ელჩი ასე უპატივცემულოდ ეპყრობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო