ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის ბრალდებებს უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით რაიმე გარიგებას უარყოფს და აცხადებს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს, - ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფხენიანი, როგორც ჩანს, რუსეთს უკრაინაში ომისთვის საარტილერიო ჭურვებს აწვდის.

„ჩვენ განვიხილავთ აშშ-ის ასეთ ნაბიჯებს, როგორც მის მტრულ მცდელობას, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა ფარულად აწვდის რუსეთს საარტილერიო ჭურვების "მნიშვნელოვან" რაოდენობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა