ნინო დოლიძე IRI-ის კვლევაზე - ადამიანებს აწუხებთ მაღალი ფასები, უმუშევრობა და სიდუხჭირე - ამაზე საუბარს პოლიტიკურ დისკურსში სამწუხაროდ, ნაკლებად ვხედავთ

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, IRI-ის კვლევა აჩვენებს იმას, რომ საქართველოში ადამიანებს რეალურად აწუხებთ ეკონომიკა, მაღალი ფასები, უმუშევრობა და სიდუხჭირე.

„ვენდობი ამ კვლევებს. შესაძლოა, ზუსტი არ იყოს, მაგრამ ნამდვილად გამოხატავს საზოგადოებრივ განწყობებს. IRI-ის კვლევამ რამდენიმე რამ აჩვენა, რომელიც ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია - ჩამოთვლილი მთავარი პრიორიტეტიდან უკავშირდება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. ადამიანებს რეალურად აწუხებთ ეკონომიკა, მაღალი ფასები, უმუშევრობა და სიდუხჭირე. ამაზე საუბარს პოლიტიკურ დისკურსში სამწუხაროდ, ნაკლებად ვხედავთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საზოგადოების საჭიროებებზე არ არის მორგებული პოლიტიკური დისკურსი და საუბრები. ასევე, ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში დღეს, პოლიტიკურ პარტიებს ძალიან დაბალი ნდობა აქვთ და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს. ჩემი აზრით, აქ, მოსახლეობა ნამდვილად გულისხმობს არა ახალ პარტიას, არამედ ახალ თემებზე საუბარს, მათ შორის ისეთს, რომელიც სწორედ ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება.

IRI-ის კვლევა ასევე ძალიან კარგად აჩვენებს შემდეგს, მიუხედავად ამ ფართომასშტაბიანი პროპაგანდისა, რომელიც ქვეყანაში დასავლეთის წინააღმდეგ არის გაშლილი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ინტეგრაციის მომხრეა, იმ ფონზეც კი თუ რუსეთთან შეწყდება სავაჭრო ურთიერთობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვნახეთ ის, რომ მოსახლეობას არ ახარებს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი და ზოგადად განწყობები აჩვენებს იმას, რომ მოქალაქეების პრობლემა არის ეკონომიკური საკითხები, მაგრამ მათ სურთ დასავლეთთან ინტეგრაცია“-აცხადებს ნინო დოლიძე.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე
კავკასიის უნივერსიტეტში NATO 75 საზეიმო სხდომა გაიმართა და ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი გაიხსნა
TNET-ისა და Visa-ს ერთობლივი გრანდიოზული გათამაშება იწყება
გონიო, ბათუმი: საინვესტიციო შესაძლებლობები და ურბანული განვითარება
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნება