ზურაბ ჯაფარიძე - ნიკა გვარამია დაკავებულია ივანიშვილის მიერ - არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ წავა

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ არ წასულა და არც ახლა წავა.

„არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ წავა. მან შეიძლება გააკრიტიკოს ღარიბაშვილი, კობახიძე და კიდევ სხვადასხვა დონის მსახურები, მაგრამ ის ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ არ წასულა და არ მგონია, წავიდეს. ჩემი აზრით, გვარამია ჩასმულია ივანიშვილის მიერ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან არსებულ მედიაგარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემო 12 პუნქტიდან ერთ-ერთია და მისი შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიღოს.

„ეს პუნქტი ჩაიწერა ნიკა გვარამიას გამო და იმის გამო, რომ რიგი ოპოზიციურად ან კრიტიკულად განწყობილი მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და სასამართლო მიმდინარეობს. შესაბამისად, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის მიზანმიმართული არშესრულება ამ პუნქტის, რაც ნიშნავს უარის თქმას ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს