შვედეთის ელჩი ულრიკ თიდესტრომი - კარი გაიღო და ახლა ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული - რეფორმები და მეტი რეფორმები, ეს არის გზა ევროკავშირისკენ

ევროკავშირი და შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ქვეყნის საუკეთესო მეგობრები და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან. რა თქმა უნდა, ევროკავშირი არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, - ამ სიტყვებით ეხმაურება შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი პოლიტიკურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, როგორ უჭერს მხარს შვედეთი საქართველოში გრძელვადიან რეფორმებს და შეძლებს თუ არა ევროკავშირი ერთიანობის შენარჩუნებას ეკონომიკური პრობლემების ფონზე - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

- ბატონო ელჩო, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, ხოლო კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ჩვენი ქვეყნისთვის 12 პირობა დააწესა. თქვენი აზრით, როგორ ახორციელებს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს? ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ხედავთ თუ არა პროგრესს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის რეფორმის, პოლიტიკური დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით?

- როგორც თქვენ მართებულად აღნიშნეთ,ივნისშიევროპულ საბჭოზე ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად კარგი გააღო. მოკლევადიან პერსპექტივაში კი საქართველოს წარუდგინეს კანდიდატის სტატუსის მოპოვების ძალიან კონკრეტული შესაძლებლობა, როგორც ევროკავშირშიგაწევრიანებისგრძელვადიანიმოგზაურობისშემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი. კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია 12 პუნქტის პირობების შესრულება. ასე რომ, ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, ქვეყანამ უნდა იმუშაოს და შეასრულოს 12 პრიორიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს პროგრესს ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ. ასე რომ, მე წინასწარ არ განვიხილავ პროგრესს, მაგრამ ნება მომეცით გაგიზიაროთ სამი რამ, რისი დიდი იმედიც მაქვს. იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, იმედი მაქვს, ჩვენ დავინახავთ 12 პუნქტის შინაარსის ძალიან სანდო და რეალურ შესრულებას. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მხრიდან ეს პროცესი იქნება ღია, ინკლუზიური და მოიცავდეს კონსულტაციებს და სულ მცირე, იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო გაერთიანდება ამ ძალისხმევის გარშემო. ეს არის ის, რისი იმედიც მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს.

- ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნებისურთიერთობა ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთან, ასევე ზოგადად პარტნიორებთან დაიძაბა, მმართველი პარტიის ზოგიერთი პოლიტიკოსი დასავლეთში გარკვეულ ძალებსაც კი ადანაშაულებდა იმაში, რომ მათ სურთ საქართველო ომში ჩაითრიონ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ა პროპაგანდის უკან და როგორ შეიძლება აღნიშნულმა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას?

- ჩვენ, რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ საშინაო დებატებს საქართველოში. ვფიქრობ, გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში ნათქვამი ზოგიერთი რამ ჩემთვის ცოტა რთული გასაგებია. როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ქვეყნის საუკეთესო მეგობრები და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები. ჩვენი ერთადერთი დღის წესრიგია საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერა ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ის მოვლენები, რაზეც მეკითხებით, ვფიქრობ, და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რაც უკვე ვთქვი, რომ ევროკავშირი და აშშ თქვენი უახლოესი მეგობრები და ძლიერი მხარდამჭერები არიან და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს ესმის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, პირიქით. იდეა, რომელზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული არის და რჩება ევროპაში მშვიდობა და კეთილდღეობა. ამ იდეაზეა დაფუძნებული საქართველოსთან ჩვენი ძლიერი პარტნიორობაც. ეს არის საქართველოს მშვიდობა და განვითარება, კეთილდღეობა და მთლიანობის ურყეობა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა ეს იცის.

- საქართველომ და შვედეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს განაახლეს და წელს მისი აღდგენის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. რა არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის ძირითადი მახასიათებლები და რა მიმართულებით უნდა გააღრმაონ საქართველომ და შვედეთმა თანამშრომლობა?

- დიახ, მართალი ხართ. წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს ვზეიმობთ. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, 100 წელზე მეტი ხნის წინ, ჩვენ გვქონდა დიპლომატიური კავშირები, რომელიც 30 წლის წინ განვაახლეთდა ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ძალიან ძლიერი მეგობრობა შვედეთსა და საქართველოს შორის. შვედეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს თავისუფლებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას. მე მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ გამოხატავს შვედეთი საქართველოს მიმართ მხარდაჭერას. პირველ რიგში, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება. შვედეთი არის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩართულობისა და შერიგების ნაბიჯებს, როდესაც საქმე ეხება გაჭიანურებულ და მოუგვარებელ შიდა კონფლიქტებს. შვედეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოში ფართო რეფორმებს, რადგან რეფორმები და მეტი რეფორმები, ეს არის გზა ევროკავშირისკენ. მოგეხსენებათ, შვედეთმა პოლონეთთან ერთად, თორმეტი წლის წინ დაიწყო „აღმოსავლეთის პარტნიორობა“. შვედეთი ასევე დიდ მხარდაჭერას უწევს ორმხრივ რეფორმებს. ასევე ხაზი მინდა გავუსვა შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეების კონტაქტს, სადაც დიდი კარგი წინსვლა შეინიშნება. სულ უფრო მეტი ქართველი ჩადის შვედეთში, მათ შორის სასწავლებლად. ჩვენ უამრავ სტიპენდიას ვაძლევთ ქართველ ახალგაზრდებს შვედეთში სასწავლებლად და სულ უფრო მეტი ჩემი თანამემამულე ჩამოდის საქართველოში, რათა აღმოაჩინოს და შეისწავლოს თქვენი ლამაზი ქვეყანა. ბიზნესის მიმართულებით, მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ საკმაოდ ბევრი შვედური კომპანიაა წარმოდგენილი საქართველოში. ისინი ერთად ქმნიან სამუშაო ადგილებს და შემოსავალს საქართველოში 20 000-ზე მეტ ქალისა და მამაკაცისთვის, რაც საკმაოდ ბევრია და ისინი ასევე ძალიან აქტიურები არიან, როდესაც საქმე ეხება კორპორატიულ პასუხისმგებლობას, მდგრად ბიზნესს. ასე რომ, საქმე ეხება არა მხოლოდ მაღალ ციფრებს, ის, რომ ეს კომპანიები კარგი მაგალითები არიან და დიდ როლს ასრულებენ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. დიახ, რა თქმა უნდა, არის ბევრი მიმართულება, სადაც შეიძლება ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ უფრო დიდი ამბიციები უნდა გვქონდეს, როდესაც საქმე ეხება კულტურულ გაცვლას ორივე მიმართულებით.

- შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ უჭერს მხარს შვედეთი საქართველოში გრძელვადიან რეფორმებს და რა არის ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები?

- ორი ათწლეულის მანძილზე შვედეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ორმხრივი დონორი ან როგორც მე მირჩევნია ვუწოდო მას,პარტნიორი განვითარებისსფეროში. ჩვენი მთავარი ფოკუსია ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გასატარებელი რეფორმების ხელშეწყობა. შვედეთმა დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო საქართველოში სხვადასხვა პროგრამასა და პროექტებში ევროინტეგრაციის რეფორმების მხარდასაჭერად. ჩვენ ოთხ სხვადასხვა სფეროზე ვართ ორიენტირებული. პირველი არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი საერთო ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და რომლებიც საქართველომ ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს ევროინტეგრაციის გზაზე. მეორე არის საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუწევთ მცირე კომპანიებს საქართველოში, რათა გავუადვილოთ მათ ბიზნესის დაწყება, განვითარება და ბიზნესის კეთება ევროკავშირის ბაზარზე. მესამე სფერო არის გარემო. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან გარემოს დაცვის, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე. მეოთხე სფერო არის ხელის შეწყობა საქართველოს მშვიდობიან და ინკლუზიურ განვითარებაში. სამომავლოდ ჩვენ ვეცდებით მეტი გავაკეთოთ, მაგალითად, დეცენტრალიზაციის რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.

- ცოტა ხნის წინ შვედეთში, სადაც მემარცხენე ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები ხელისუფლებაში 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ, პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ იგი უხელმძღვანელებს სამპარტიულ კოალიციურ მთავრობას „მოდერატებთან“ „ქრისტიან-დემოკრატებთან და ლიბერალებთან ერთად. მან დაასახელა თავისი კაბინეტის წევრები და დაადგინა მთავრობის პრიორიტეტები, მათ შორის დანაშაულთან ბრძოლა, თავდაცვის გაძლიერება და კლიმატის ცვლილება. როგორც შვედეთის ელჩ, რას გვეტყვით ამ პროცესის შესახებ, უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში?

- დიახ, ჩვენ არჩევნები გვქონდა სექტემბერში და ორი-სამი კვირის წინ ახალი მთავრობაშეუდგა მუშაობას. დასახელდა რამდენიმე პრიორიტეტი. პირველი დაკავშირებულია მიგრაციასთან და ინტეგრაციასთან, მეორე დაკავშირებულია კრიმინალთან და ჩვენს პოლიტიკასთან, რათა გავუმკლავდეთ ზოგიერთ გამოწვევას, მათ შორის ჯგუფურ კრიმინალს. მესამე პრიორიტეტული სფერო კი ენერგეტიკას ეხება. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარია შვედური კომპანიების და მოქალაქეების მხარდაჭერაზე ელექტროენერგიის უჩვეულოდ მაღალი ფასების დაძლევაში. გრძელვადიან პერსპექტივაში, საუბარია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე, როგორიცაა ქარის, მზის და წყლის ენერგიები და აგრეთვე განვავითაროთ ელექტროენერგიის მიღება ბირთვული ენერგიით მეშვეობით. ასევე საუბარი იყო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ჩვენი სკოლების ხარისხის გაუმჯობესება, ჯანდაცვა და ა.შ. საგარეო პოლიტიკაში ჩვენმა ახალმა მთავრობამ სამი ძირითადი პრიორიტეტი გამოკვეთა. პირველი არის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო აღჭურვილობის მეშვეობით, ასევე უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა და ქვეყნის აღმშენებლობა მომავალში. ამასთან,გავაგრძელოთ და დავასრულოთ ჩვენი ნატოში გაწევრიანების პროცესი. მესამე მიმართულება შეეხება შვედეთის მომავალ თავმჯდომარეობას ევროკავშირში, რომელიც 1-ელიანვარს დაიწყება.

- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა, რომელიც მე-19 საუკუნიდან ნეიტრალურია, ფინეთთან ერთად ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას ალიანსის ხელმძღვანელობა მიესალმა. შეგიძლიათ გვითხრათ, მოახერხა თუ არა შვედეთმა შეთანხმების მიღწევა თურქეთთან, რომელიც ფინეთსა და შვედეთგან წერილობით შეთანხმებას ითხოვდა, რათა ქვეყნებმა, როგორც ისინი უწოდებენ, „ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა“ შეწყვიტონ, თუ მათ სურთ ნატოში გაწევრიანება. ასევე თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როდის გახდებიან შვედეთ და ფინეთი ალიანსის სრულუფლებიანი წევრები?

- როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ,შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს და ჩვენ მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ ჩვენს განცხადებას ალიანსი მიესალმა და ჩვენ ვგრძნობთ ძლიერ და გაერთიანებულ მესიჯს ალიანსისგან, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს მთლიანი ალიანსის უსაფრთხოებას. ზაფხულში, მადრიდში, ნატოს სამიტზე, შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა გააფორმეს სამმხრივი შეთანხმება და ჩვენ ვმუშაობთ ამ შეთანხმების განხორციელებაზე და ასევე ვაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტს და დიალოგს ანკარასთან.ჩვენ იმედი გვაქვს,რომ ჩვენი გაწევრიანება ნატოში რაც შეიძლება მალე დასრულდება.

- უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 8 თვეზე მეტი გავიდა. როგორც ვხედავთ, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გეგმავდა. ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება, უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსია, ინფრასტრუქტურის განადგურება, უკრაინის ქალაქების ყოველდღიური დაბომბვა ომის ახალი, ყოველდღიური რეალობაა. ასევე პუტინი ცდილობს მანიპულირებას ბირთვული იარაღით. როგორ ფიქრობთ, როგორია ვლადიმერ პუტინის სტრატეგია, რის მიღწევას ცდილობს ის ამ ყოველივეთი?

- რუსეთის არაპროვოცირებული, უკანონო და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. რუსეთის ომს ასევე ახლავს სხვა გლობალური შედეგები, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოებადა ენერგოუსაფრთხოება. რას უნდა ველოდოთ მომავლისთვის? მე ვიტყოდი, რომ ბევრი გაურკვევლობაა რუსეთის ომისა და ქმედებების ირგვლივ. ვფიქრობ, სამ საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი,გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იმდენი ხანი, რამდენიც ეს საჭირო იქნებადა დავეხმაროთ მას ყველაფრით,რაც საჭიროიქნებაქვეყნისკანონიერი უფლებების დასაცავად და ჩვენი ღირებულებების მხარდასაჭერად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. მეორე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უნდა უზრუნველვყოთ ანგარიშვალდებულებარუსეთის ქმედებებზე. მესამე, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და მოვემზადოთ მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებისთვის.

- დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ დაეხმარონ უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თუმცა ომმა ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური სირთულეები, ინფლაცია და გადასახადების ზრდა გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები შეინარჩუნონ მტკიცე, საერთო პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, თუ კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდება და რამდენად არის გაერთიანება მზად ასეთი გამოწვევებისთვის, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს ბუნებრივი რესურსების დეფიციტი აქვთ.

- ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია ამ სიტუაციაში და ვფიქრობ, ძალიან სამართლიანია იმის თქმა, რომ ევროკავშირი და ტრანსატლანტიკური ერთობა რჩება ძალიან ძლიერი და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი ერთიანობა ჩვენს ქვეყნებში, ქვეყნებს შორის და ჩვენს საზოგადოებებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დავუბრუნდები იმ ნაწილს, საიდანაც ინტერვიუ დავიწყეთ. იმედი მაქვს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, როგორც იმ საფრთხეების წინაშე, რომელთა წინაშეც ჩვენ ყველანი ვდგავართ, ასევე გააცნობიეროს და გამოიყენოს ის დიდი შესაძლებლობები, რაც ახლა დგას საქართველოს წინაშე. ამიტომ საუბარს დავამთავრებ იმ დევიზით, რაც წერია საქართველოს გერბზე - ძალა ერთობაშია.

ბექა ბერიაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა