პაატა მანჯგალაძე - ჩვენი ახალი მოძრაობა ვაპირებთ, პასუხი ვაგებინოთ ხელისუფლებას, თუ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება

ქართულ ოცნებას“ აკრძალული აქვს კანდიდატის სტატუსის მიღება - ჩვენი ახალი მოძრაობა ვაპირებთ, პასუხი ვაგებინოთ ხელისუფლებას, თუ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში დღეს განიხილავენ.

მანჯგალაძის თქმით, ანგარიში ძალიან მძიმეა და მასში ყველა პრობლემური საკითხია ასახული, რომელიც ეხება მედიამფლობელების დევნას, მიკერძოებულ სასამართლოს და ბიძინა ივანიშვილს.

„ქართულ ოცნებას“ აკრძალული აქვს კანდიდატის სტატუსის მიღება და რეკომენდაციების შესრულება, ისევე როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს აუკრძალა რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ისევე როგორც სომხეთს აუკრძალეს თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა. ნუ ვიქნებით მიამიტები და ნუ შევხედავთ ისე, თითქოს ოპოზიცია რომ არ მუშაობს კომიტეტთან არსებულ ქვეკომიტეტის სამუშაო ფორმატში, ამის გამო არ გვაძლევენ პარტნიორები კანდიდატის სტატუსს. დღეს რომ არ გვაქვს სტატუსი ვისი ბრალია? ღმერთმა ნუ ქნას და ხვალ რომ არ მოგვცენ, რა ფორმით აპირებენ პასუხისმგებლობის აღებას ქართველი ერის წინაშე?! როგორ აპირებს პატივცემული კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი პასუხისგებას? ბრიტანეთში პრემიერი გადადგა იმის გამო, რომ დაარღვია კოვიდრეგულაცია - ესაა დემოკრატია და როცა ისტორიულ არჩევანზე „ქართული ოცნების“ შეთქმულების გამო უარს გვეტყვიან, რა ფორმით აპირებენ პასუხისგებას?! ჩვენ არ ვაპირებთ გულზე ხელის დაკრეფას, ჩვენი ახალი ევროპული და ეროვნული მოძრაობა ვაპირებთ მოვემზადოთ რეკომენდაციის შესრულებისთვის და მეორე - პასუხი ვაგებინოთ ხელისუფლებას თუ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა