ინდონეზიის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს, შესაძლოა, ვირტუალურ რეჟიმში დაესწროს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტს დაესწრება, თუკი ეს შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა და შეხვედრის მასპინძელმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.

მისივე თქმით პუტინი შეხვედრას, შესაძლოა, ვირტუალურ რეჟიმში დაესწროს.

„დაესწრება, თუ შესაძლებელი იქნება, მაგრამ თუ არა, შესაძლოა, მან ამის გაკეთება ვირტუალურად მოითხოვოს“, - აღნიშნა ინდონეზიის პრეზიდენტმა.

გუშინ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, დაესწრება თუ არა სამიტს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში, თუ მას პუტინი დაესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა