ხათუნა სამნიძე IRI-ის კვლევაზე - არ არის გასაკვირი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას რიგგარეშე არჩევნები სურს

არ არის გასაკვირი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას რიგგარეშე არჩევნები სურს. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას ხელისუფლების ცვლილება სურს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სამნიძე აღნიშნავს, პოლიტიკური პარტიების რეიტინგებიდან ჩანს, რომ "ჩვენ დღითიდღე ვკარგავთ ჩვენი მოქალაქეების ნდობას პოლიტიკური პარტიების მიმართ".

"ეს არის ნიჰილიზმი, რომელსაც ამ ხელისუფლებამ მიაღწია და დიდი ხანი ცდილობდა მიღწევას. ამ ფონზე, მე ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ ჩვენი პარტიების განვითარება, " - აღნიშნა სამნიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური სიდუხჭირე ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემაა.

"დღეს პირველი საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, ეს არის სიღარიბე და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ამ პრობლემის გადაჭრისთვის კონკრეტული გზები მოიფიქროს, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება სისტემატურად სოციალურად დაუცველთა რიცხვი და იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემა გადაიჭრეს, პრემიერი გვთავაზობს ახალ პროგრამებს, როგორ დაასაქმოს სოციალურად დაუცველები ხელოვნურად საჯარო სექტორში და კიდევ უფრო მეტი ბიუჯეტის თანხა დაიხარჯოს ამ მომართულებით," - გამაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო