მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა მოსახლეობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე, შეხვედრაზე ხაზი ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებას გაესვა.

„საუბარი შეეხო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს და ამ მხრივ, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. განსაკუთრებული ყურადღება ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას, მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა მოპოვების პრობლემატიკას დაეთმო.

პროკურორებმა და შეხვედრის მონაწილეებმა იმ ბარიერების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც ქალები აწყდებიან, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფემიციდის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო