ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს - განხილვას ესწრება გიული ალასანია

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები უნდა განიხილონ.

სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ესწრება.

სხდომის დაწყებისას, გიული ალასანიას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი მიესალმა.

„დღეს ჩვენს შეხვედრას პროფესორ გიული ალასანიას თანდასწრებით ვმართავთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ოჯახის მეგობრების. ჩვენმა კომიტეტმა არაერთხელ გამოთქვა წუხილი პატიმრობის პირობებში მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასე რომ, გულითადად მოგესალმებით“, - განაცხადა მაკალისტერმა.