GWP-ს ცენტრალური სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს

თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე GWP-ის განახლებული ცენტრალური სერვის ცენტრი 9 ნოემბერს გაიხსნება.

კომპანიამ ცენტრალური სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოები უკვე დაასრულა.

„მომხმარებლები მომსახურებას ადგილზე თანამედროვე და კომფორტულ სივრცეებში მიიღებენ. ცენტრალური სერვის ცენტრის შესასვლელთან მოეწყო გარე პანდუსი, ადაპტირდა და ხელმისაწვდომი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ასევე, გაუმჯობესდა შიდა და გარე მოსაცდელი სივრცეები. მომსახურების მისაღებად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა გრძელდება დისტანციურად ელექტრონულ ფოსტაზე - online@gwp.ge. სერვის ცენტრებისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება