უკრაინის მთავრობა სამინისტროების რაოდენობის 20-დან 14-მდე შემცირებას გეგმავს

კრაინის მთავრობა სამინისტროების რაოდენობის 20-დან 14-მდე შემცირებას გეგმავს. ასევე იგეგმება თანამშრომლების რაოდენობის მკვეთრად შემცირება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს შეხვედრა გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.

როგორც მედია წერს, უკრაინის მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამთავრობო ოფისი ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროში გაერთიანდება.

ამასთან, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ფუნქცია კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს დაემატება და მას ევროპული ინტეგრაციის, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო დაერქმევა.

ეკონომიკის სამინისტრო, სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ნაწილი და აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გაერთიანდებიან.

ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო, უკრაინის საჯარო სამსახურის ეროვნული სააგენტო და სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ნაწილი ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროში გაერთიანდება.

ეკოლოგიის სამინისტრო კი დასახელებას შეიცვლის და მას ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო დაერქმევა.

უცვლელი სახით დარჩებიან შემდეგი უწყებები: ენერგეტიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო.

სამინისტროების ცენტრალურ უწყებებში - 9200-დან 2800-მდე შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა. იგეგმება სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოებსა და სხვა სამთავრობო სამსახურებში თანაშრომლების შემცირებაც.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა