დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს და მის მეუღლეს კვერცხები ესროლეს

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც მეფე ჩარლზ მესამესა და დედოფალ კამილას კვერცხები ესროლა.
ინციდენტი ინგლისის ქალაქ იორკში მოხდა, როდესაც მონარქი და მისი მეუღლე შეკრებილ ხალხს ესალმებოდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, არცერთი ნასროლი კვერცხი სამეფო წყვილს არ მოხვდა.
ბრიტანული მედიის ცნობით, დაპატიმრების დროს მამაკაცი ყვიროდა, რომ „ეს ქვეყანა მონების სისხლზე აშენდა“.
მედია წერს, რომ ინციდენტის შემდეგ, შეკრებილების ნაწილი სკანდირებდა: „სირცხვილი შენ“, „ღმერთო დაიფარე მეფე“.

























