ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინას ვთავაზობთ 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს - ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინის აღდგენისთვის

ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მაკროსაფინანსო დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას რეგულარულდ, ნაწილ-ნაწილ გადასცემენ.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დაფინანსება მოხმარდება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას.

“ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარულობას. ჩვენ ვთავაზობთ 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს 2023 წლისთვის. დაფინანსება მოხდება რეგულარული ტრანშებით, რათა დავეხმაროთ მოკლევადიან პერსპექტივაში აღდგენას და ინსტიტუტების გაძლიერებას. ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინის აღდგენისთვის”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ის პირად გვერდზე.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება