უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კვამლის მორიგი საბურველია - ყოველ ჯერზე ახსენდებათ მოლაპარაკებები, როცა მათი ჯარები ბრძოლის ველზე მარცხს განიცდიან

რუსეთს მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე ახსენდება, როცა მისი ჯარები მარცხს განიცდიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კვამლის მორიგი საბურველია. რუსეთის ჩინოსნებს მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე ახსენდებათ, როცა მათი ჯარები ბრძოლის ველზე მარცხს განიცდიან. მოსკოვი უკრაინაში მშვიდობის აღდგენაში არ არის დაინტერესებული”, - წერს ნიკოლენკო.

მისი თქმით, დიალოგისთვის მზადყოფნის იმიტირებით რუსეთი ცდილობს, დრო მოიგოს, რათა ქვედანაყოფები გადააჯგუფოს, ახლად მობილიზებულები მოამზადოს, შეიარაღების უკმარისობის საკითხი მოაგვაროს, ლოგისტიკის პრობლემები აღმოფხვრას და შემდეგ ახალი ძალებით დაიწყოს აგრესიის ახალი ტალღები.

“ჩვენ ეს უკვე გავლილი გვაქვს 2014-2015 წლებში… შეგახსენებთ, უკრაინას არაერთხელ შეუთავაზებია მოლაპარაკებები. თუმცა ყოველ ჯერზე ან დამამცირებელ რეაქციას და კრემლის ულტიმატუმებისადმი დამორჩილების მოთხოვნას ან უკრაინელების გენოციდის მორიგ აქტს ვიღებდით”, - წერს ნიკოლენკო.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის შექმნილი „რეალობის გათვალისწინებით“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო