კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახს მიუსამძიმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრის, ლევან სახელაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„გალში დაბადებული 38 წლის ლევან სახელაშვილი, ნიკოლაევის ოლქში, 2 ნოემბერს, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო გახლდათ ; 2007-2010 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში - თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში. იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. ლევან სახელაშვილი, უკრაინაში, რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე ჩავიდა. იგი სამშობლოში 7 ნოემბერს ჩამოასვენეს. ლევან სახელაშვილს, 10 ნოემბერს, ვეძისის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინელების მხარდამხარ, ათეულობით ქართველი იბრძვის. უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. ლევან სახელაშვილი უკვე 24-ე ქართველია, რომელიც თებერვლის შემდეგ, უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას შეეწირა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს