გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე - ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია - ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი

ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ასე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია -"ქართული ოცნების" ლიდერშიპი რომ დაგვცინის, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, "ვივამედში", საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს „ყველაფერი სტიკივა, არც კუნთები აქვს“.

"2 კვირის წინ შევედი სანახავად. ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ასე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს, არაფერი.

ყველაფერი სტკივა, კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოიყვანოთ, მასაჟისტი ვერ ეკარება, რადგან ყველაფერი სტკივა.

ვერ გავიგე, ეს "ქართული ოცნების" ლიდერშიპი რომ დაგვცინის და იძახის, რომ სააკაშვილის ისინი {ხალხი} პანიკას ტეხავსო, დალოცვილისშვილებო, პარლამენტის წევრები ხართ, გავიგე, რომ არ ხართ ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ პარლამენტის წევრები თუ არ ხართ, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი, რად უნდა ამას ნობელის პრემიის ლაურეატების ჩამოყვანა" , - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას