ბენ უოლესის განცხადებით, არსებობს უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური იარაღის ირანში მოხვედრის რისკი, ეს დიდ შეშფოთებას არ იწვევს

ბენ უოლესის განცხადებით, არსებობს უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური იარაღის ირანში მოხვედრის რისკი, ეს დიდ შეშფოთებას არ იწვევს

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის განცხადებით, არსებობს უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური იარაღის ირანში მოხვედრის რისკი, მაგრამ ასეთი იარაღი არ შეიცავს მოწინავე ტექნოლოგიებს და, შესაბამისად, ეს ფაქტი დიდ შეშფოთებას არ იწვევს. ამის შესახებ უოლესმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თქმით, მისი ოფისი იკვლევს ცნობებს იმის შესახებ, რომ მოსკოვმა 140 მილიონ ევროსთან ერთად, ირანს ბრიტანული და ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტები მიაწოდა, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებელი ათობით თვითმფრინავის სანაცვლოდ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ მსგავსი რამ მოხდეს. მაგრამ სინამდვილეში, ეს არის რისკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო უკრაინის დახმარება", - განაცხადა უოლესმა.

მან აღნიშნა, რომ ამ ფენომენს საპირისპირო ეფექტი აქვს: ბრიტანეთმა და მისმა ნატოს მოკავშირეებმა შეძლეს უკრაინელების მიერ ხელში ჩავარდნილი რუსული იარაღიდან სწავლა.

„რუსეთმა დაკარგა თავისი A კლასის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის საოცარი შესაძლებლობა ნატოს ქვეყნებისთვის, გაიგონ რუსულ აღჭურვილობაში გამოყენებული ტექნოლოგიები და ეს მოგვცემს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას მომავალი“, - განმარტა მინისტრმა.

უოლესმა განმარტა, რომ NLAW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლებიც ბრიტანეთმა უკრაინას მისცა და რომლებიც შეიძლება, ირანის ხელში აღმოჩნდეს, არის უკიდურესად ეფექტური იარაღი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აღჭურვილი შემდეგი თაობის ტექნოლოგიით.

„ეს ნიშნავს, რომ იარსებებს განსხვავება იმას შორის, რასაც ავითარებენ ირანელები - თუ მათ აქვთ ბირთვული იარაღი - და რაც გაგვაჩნია ჩვენ და იგივე ეხება ამერიკულ ჯაველინებს... ასე რომ, მე ნამდვილად არ ვნერვიულობ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი“ , - განაცხადა მინისტრმა.