დმიტრო კულება ხერსონის გათავისუფლებაზე - ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება

ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე განაცხადა, როდესაც მან ხერსონის გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სამიტის ფარგლებში შეხვედრა არ უთხოვია.

„თუ ის ამას გააკეთებს, ყურადღებით განვიხილავთ თხოვნას“, - განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს.

„არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგიდასთან ლამაზი ფოტოსთვის დაჯდომა - ეს უკვე იყო, გავაკეთეთ, გამოვცადეთ", - აღნიშნა კულებამ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს