ეგვიპტეში ავტობუსის არხში ჩავარდნის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში ავტობუსის არხში ჩავარდნის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი არხში ჩავარდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, შემთხვევა დაკაჰლიის საგუბერნატოროში, დაბა აგაში მოხდა.

ავტობუსში სულ 35 მგზავრი იმყოფებოდა.