ვოლოდიმირ ზელენსკი - დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს

დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ.

“მადლობის სიტყვები, რომლებსაც ჩვენი დამცველები ახლა ხერსონის ოლქში ისმენენ - ეს მადლობის სიტყვებია ყველა თქვენგანისთვის. ყველასთვის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც ეხმარება და აღწევს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო შედეგებს. განსაკუთრებით ეს მადლობის სიტყვებია მათთვის, ვინც რუსეთის თავდასხმებს უძლებს დონეცკის ოლქში - იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია. იქ ყოველდღიურად უკიდურესად სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ, ინარჩუნებენ ჩვენი თავდაცვის ხაზებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მყარი თავდაცვის გამო, დონეცკის ოლქში, ჩვენ შეგვიძლია თავდასხმითი ოპერაციები ვაწარმოოთ სხვადასხვა მიმართულებებით. მე მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს უკრაინას ამ განსაკუთრებით სასტიკ ბრძოლაში. პავლივკა, მარიინკა, პერვომაისკე, ავდიივკა”, -განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა