სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მისი ქმედებების გამო გააკრიტიკა. ამასთან, დასავლური მედია აღნიშნავს, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი პოტენციური სტრატეგიული გეოპოლიტიკური ბრძოლის ველად განიხილავენ.

„ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ნატო-დან ცდილობენ ამ სივრცეს დაეპატრონონ”, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგია რეგიონული თანამშრომლობისთვის "ინკლუზიური სტრუქტურების" გვერდის ავლის მცდელობა იყო. როგორც ლავროვმა დასძინა, ეს მოიცავს "ამ რეგიონის მილიტარიზაციას, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების შეკავებაზე აშკარა ფოკუსით".

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მომხრეა ისეთ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მშენებლობის, რომელიც არის „თავისუფალი და ღია, სტაბილური და აყვავებული, მედეგი და უსაფრთხო“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა