რუსეთმა „დიდ ოცეულს“ მოუწოდა, შეწყვიტოს საუბარი „წარმოსახვით საფრთხეებზე“ და ფოკუსირდეს მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე

რუსეთმა „დიდ ოცეულს“ მოუწოდა, შეწყვიტოს საუბარი „წარმოსახვით საფრთხეებზე“ და ფოკუსირდეს მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „დიდი ოცეულის“ შეხვედრა ამ კვირაში ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი, რომელსაც დასავლელი ლიდერები, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის საჯაროდ გასაკრიტიკებლად გამოიყენებენ.

სამიტის წინ გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, „დიდმა ოცეულმა“ საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება რეალურ და არა წარმოსახვით საფრთხეებზე მოახდინოს“.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „დიდი ოცეული“ მოწოდებულია გაუმკლავდეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. მისი დღის წესრიგის გაფართოება მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რაზეც ბევრი ქვეყანა საუბრობს, არ არის განხორციელებადი. ეს იქნება პირდაპირი შეჭრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატში და ძირს გამოუთხრის ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს „დიდ ოცეულში“, - აღნიშნულია ლავროვის უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა