სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც „ტვიტერში“ სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიკაია წერს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 53 დაშავებულია.

სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება.